GE

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჩეხეთის ელჩი სტუმრობდა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტს ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩის საქართველოში პეტრ მიკისკა სტუმრობდა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: უნივერსიტეტის რექტორი როლანდ კოპალიანი, საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის დეკანი ომარ კიკვიძე, უნივერსიტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი თეა კორძაძე, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი ომარ ზივზივაძე, პროექტის თანაკოორდინატორი ქეთევან ცხაკაია დეპარტამენტის აკადემიურ პერსონალთან ერთად, საელჩოს წარმომადგენლები: მისიის ხელმძღვანელის მოადგილე იანა გასპარიკოვა, განვითარების კოოპერაციის ხელმძღვანელი იანა ზელინგეროვა, განვითარებისა და თანამშრომლობის კოორდინატორი ლელა ბერძული, ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი სვანიძე.

ჩეხეთის ელჩი საქართველოში და მისი თანმხლები პირები გაეცნენ ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტის საქმიანობას, ასევე პროექტის ფარგლებში ჩეხეთის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით განხორციელებულ აქტივობებსა და მიღწეულ შედეგებს.

უნდა აღინიშნოს, ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტის წვლილი ქართველი სტუდენტების პროფესიული პოტენციალის ამაღლების, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ჰიდროენერგეტიკის მიმართულებით გაძლიერების მიზნით.

პროექტის ხელმძღვანელია პეტრ ნოვაკი, ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი. პროექტის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტია ევა ბილკოვა (ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტი).
თანამშრომლობა ჩეხეთის ტექნიკურ უნივერსიტეტთან კიდევ უფრო დიდ შესაძლებლობებს უსახავს ქართველ სტუდენტებსა და აკადემურ პერსონალს.

2020 წლიდან ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტი, როგორც ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორი, ჩართულია პროექტის განხორციელებაში, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიული პოტენციალის გაძლიერებას ჰიდროენერგეტიკის სფეროში. აღნიშნული საქმიანობა ხორციელდება ჩეხეთის რექსპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით განვითარებადი ქვეყნების სახელმწიფო უნივერსიტეტების პოტენციალის ამაღლების პროგრამის ფარგლებში.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური