GE

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შორის კულტურის, განათლებისა და ხელოვნების სფეროში გამოცდილების გაზიარება, მასტერკლასების ჩატარება, ერთობლივი პროექტების განხორციელება.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ,,საშემსრულებლო ხელოვნების“ პროგრამის სტუდენტების კონცერტი გაიმართა.

პროფესორ რამაზ კუბლაშვილის ვოკალური კლასის სტუდენტებმა, ზაქარია ფალიაშვილის 150 წლისთავის აღსანიშნავად, კომპოზიტორის საოპერო ნაწარმოებებიდან ფრაგმენტები შეასრულეს.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm