GE

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე შიდა გამოცდა 28 სექტემბერს ჩატარდება

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლისთვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა 28 სექტემბერს 14 საათზე დაინიშნა, გამოცდაზე გამსვლელთა რეგისტრაცია კი 13:00 საათზე დაიწყება.

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა უნივერსიტეტის I კორპუსში (თამარ მეფის ქუჩა № 59) – № 1208, 1209, 1205, 1210, 1213, 1214, 1216, 1217, 1219 და 1220 აუდიტორიებში ჩატარდება.

ის კანდიდატები, რომლებიც დადასტურებული კოვიდის გამო ვერ გამოცხადდებიან საუნივერსიტეტო სივრცეში გამოცდაზე, დოკუმენტალური დასაბუთების შემთხვევაში შიდასაუნივერსიტეტო გამოცდაში ჩაერთვებიან ონლაინ Microsoft Teams / Moodle პლატფორმებით ვიდეოთვალის დაკვირვების რეჟიმით.

აღნიშნულმა კანდიდატებმა კოვიდის დადასტურების დოკუმენტი ელექტრონულად უნდა გადაგზავნონ მისამართზე: registracia@atsu.edu.ge

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური