GE

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო პიკნიკი გაიმართება

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მოსწავლეებს, აბიტურიენტებსა და სტუდენტებს სამეცნიერო პიკნიკზე იწვევს.

25 მაისს,14:00 საათზე, მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამეცნიერო პიკნიკს გამართავს.

მოსწავლეებსა და სტუდენტებს უნივერსიტეტის ღია სივრცეში საინტერესო ექსპერიმენტები და გამოფენები ელოდებათ: სახალისო ქიმიური ცდები, სახალისო ბიოლოგია, აწსუ მომავლის ინოვაციური ლაბორატორია ATSU FabLab, კრიმინალისტიკური ლაბორატორია, კლინიკური უნარების სიმულაცია, სახალისო საგანმანათლებლო თამაშები,სახალისო ეკონომიკა და ბიზნესი, ზოოლოგიის მუზეუმი და ა.შ.

დღის განმავლობაში შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ აკადემიურ და პროფესიულ პროგრამებს; დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პროექტებსა და კონკურსებში გამარჯვებულები.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური