GE

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში “საშემსრულებლო ხელოვნების” სტუდენტთა კონცერტი გაიმართა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის – ,,საშემსრულებლო ხელოვნება”- სტუდენტებმა ქართველი კლასიკოსების ნაწარმოებები შეასრულეს.

პროგრამაში იყო:

გ.ყანჩელი – ,,ყვითელი ფოთლები“ – შეასრულა გიორგი ბახტაძემ ( IVკ.- საყვირი, პედაგოგი არჩილ კიბაბიძე, კონცერტმაისტერი კესო ზვიადაძე);

ა.ანდრიაშვილი – ნინოს არია ოპერიდან ,,კაკო ყაჩაღი“ – შეასრულა მარიამ ტყეშელაშვილმა (II კ. – პედაგოგი გიორგი ლომთაძე, კონცერტმაისტერი ირინე კუხიანიძე);

ვ.აზარაშვილი – ,,მოგონება“ – შეასრულა ლიზა ლოლაძემ (IVკ.) და ქრისტინე შეყრილაძემ (Iკ.) (პედაგოგები:ია გიგაური და მანანა კუხიანიძე)

დ.არაყიშვილი -,,შემოღამდება“ – შეასრულა დავით სიმსივემ (IVკ. პედაგოგი რამაზ კუბლაშვილი, კონცერტმაისტერი მეგი ჭანტურია);

ა.მაჭავარიანი – ,,რომანსი“ – შეასრულა ლაშა ჭავჭანიძემ (Iკ. – საყვრი, პედაგოგი არჩილ კიბაბიძე, კონცერტმაისტერი კესო ზვიადაძე);

გ.კოკელაძე – ,,გუდისა“ – შეასრულა ლუკა სანთელაძემ (Iკ. – პედაგოგი გიორგი ლომთაძე, კონცერტმაისტერი ირინე კუხიანიძე);

დ.არაყიშვილი – ,,ვარსკვლავიანსა ღამეს“ – შეასრულა ბერდია ონიანმა (IIIკ. პედაგოგი რამაზ კუბლაშვილი, კონცერტმაისტერი მეგი ჭანტურია);

ვ.აზარაშვილი – ,,ნოქტიურნი“ – შეასრულეს მევიოლინეებმა მელიტა ასათიანმა და ქრისტინე შეყრილაძემ (Iკ. პედაგოგი ია გიგაური, კონცერტმაისტერი კესო ზვიადაძე);

მ.ბალანჩივაძე – ,,ოდესაც გიცქერ“ – შეასრულა ოთარ აბაზაძემ (Iკ. პედაგოგი გიორგი ლომთაძე, კონცერტმაისტერი ირინე კუხიანიძე);

რ. ლაღიძე – ,,ჩივილი“ – მ.ბალანჩივაძე – გოჩას არია ოპერიდან ,,დარეჯან ცბიერი“ – შეასრულა ავთანდილ ჭიქავამ (IVკ. პედაგოგი რამაზ კუბლაშვილი, კონცერტმაისტერი მეგი ჭანტურია);

ზ. ფალიაშვილი – ინკუბუსის კუპლეტები ოპერიდან ,,ლატავრა“ – შეასრულა ჯემალ სინატაშვილმა (II კ. პედაგოგი რამაზ კუბლაშვილი, კონცერტმაისტერი მეგი ჭანტურია);

ა. მაჭავარიანი – ტარანტელა ბალეტიდან ,,ოტელო“ – შეასრულა ლიზა ლოლაძემ (IVკ. პედაგოგი ციცინო თოდუა).

კონცერტი სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაიმართა, რომელიც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტრადიციულად, ყოველ წელს, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტისა და სტუდენტთა საენათმეცნიერო წრის ორგანიზებით ტარდება.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm