GE

აკრძალული წიგნების ბიბლიოთეკა BBC-ის ობიექტივში (ვიდეო)

1933 წლის 10 მაისს გერმანიის 34 საუნივერსიტეტო ქალაქში წიგნების დაწვის აქციები გაიმართა. მხოლოდ ბერლინში ,,ანტი-ნაცისტური“ ლიტერატურის განადგურების ღონისძიებას 40 000 ადამიანი დაესწრო. ამ დღეს ცეცხლს მიეცა 25 000-ზე მეტი ტომი.

ჯერ კიდევ 1933 წლის დასაწყისში სახალხო განათლების სამინისტრომ, იოზეფ გებელსის მეთაურობით, გერმანიაში აკრძალული მწერლების, პოეტებისა და ფილოსოფოსების სიის შედგენაზე დაიწყო მუშაობა.

26 მარტს გაზეთში Berliner Nachtaufgabe ნაცისტებისთვის არასასურველი 71 მწერლის ჩამონათვალი დაიბეჭდა. მოგვიანებით სია 127 გვარამდე გაიზარდა. მასში ნაციონალურ-სოციალისტური იდეისთვის მიუღებელი ჰუმანისტებისა და კომუნისტების მიერ დაწერილი ნაწარმოებები აღმოჩნდა. ისტორიკოსების ვარაუდით, მესამე რაიხში საერთო ჯამში, როგორც გერმანელი, ისე უცხოელი 300-მდე ავტორის წიგნები აიკრძალა. მათ შორის იყო ერიხ მარია რემარკი, კარლ მარქსი, ზიგმუნდ ფროიდი, ჯეკ ლონდონი, ვლადიმერ ლენინი, იოსებ სტალინი და სხვ.

40 წლის შემდეგ გერმანელმა გეორგ პ. ზალცმანმა დამწვარი წიგნების შეგროვება დაიწყო. მას შემდეგ, რაც ნაცისტებმა მსოფლიო ლიტერატურის ნაწილის განადგურება სცადეს, ერთი ადამიანის ცხოვრების მთავარი მიზანი მათ მომავალი თაობებისთვის შენახვა გახდა. გეორგ პ, ზალცმანის მამა ნაცისტი იყო. 1945 წელს, ჰიტლერის რეჟიმის დამხობის შედეგ მან თავი მოიკლა. 1976 წლიდან თავის გარდაცვალებამდე (2013 წლამდე) გეორგმა საშუალოდ 12 000 წიგნი შეაგროვა.

2009 წლს დამწვარი წიგნების ბიბლიოთეკა აუგსბურგის უნივერსიტეტმა შეიძინა და ახლა ის საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია.

ვიდეო ბიბლიოთეკიდან

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური