GE

აკრედიტაციის გავლის შემდეგ, ბათუმის საზღვაო აკადემია სწავლებას რუსულ ენაზეც განახორციელებს

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია მალე აკრედიტაციას გაივლის. საუბარია 6 საბაკალავრო და 6 სამგისტრო პროგრამის შესახებ, საიდანაც აკრედიტაციის გავლა ოთხს შეეხება. იმისათვის, რომ მეზღვაურთა საერთაშორისო კონვენციასთან შესაბამისობაში მოსულიყო და მათი დიპლომი საერთაშორისოდ აღიარებული ყოფილიყო, აღნიშნულმა პროგრამებმა  ფორმირება განიცადა. ყველაფერ ამის გათვალისწინებით, აკადემიაში დარწმუნებული არიან, რომ აკრედიტაციის მინიჭება არ შეფერხდება. ბათუმის სახელმწიფო საღვაო აკადემიის რექტორი – ირაკლი შარაბიძე  Aris.ge- განათლებასთან საუბარში აცხადებს, რომ პროგრამები აკრედიტაციისთვის მზად არის და სანერვიულო არაფერი აქვთ. შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ კი სტუდენტებს სასწავლო პროგრამას რუსულ ენაზეც შესთავაზებენ:

11136841_670361026402268_1392592434_n„ჩვენ ერათადერთი უმაღლესი სასწავლებელი ვართ იმ 70 სახელმწიფო სასწავლებელს შორის, რომელსაც 15 წელია აქვს ISO-სტანდარტის ხარისხის სამსახური. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვნერვიულობთ აკრედიტაციის გავლაზე.  სამომავლოდ, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან – ყაზახეთიდან და თურექმენეთიდან გვქონდა მოთხოვნა, რომ მათი სტუდენტები ჩამოსულიყვენენ ჩვენს სასწავლებელში. გვქონდა შეხვედრები თურქმენეთის განათლების მინისტრთან, საზღვაო ადმინისტრაციასთან და მინდა მოგახსენოთ, რომ ყველა სასწავლო პროგრამა როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო ითარგმნა რუსულ ენაზე და ჩვენ ვაპირებთ აკრედიტაციის გავლას და უფლების აღებას, რომ სზღვაო აკადემიაში რუსუნელოვანი განათლებაც ვაწარმოოთ. საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ საზღვარგარეთის მოქალაქემ პირველი ერთი წელი უნდა ისწავლოს ქართული ენა, მაგრამ რადგან ჩვენ აკრედიტაცია გვექნება რუსულ ენაზე, ისინი დროს ქართული ენის სწავლაში არ დაკარგავენ და პირდაპირ რუსულ ენაზე შეძლებენ  განათლების მიღებას,“ – ამბობს აკადემიის რექტორი.

საზღვაო აკადემიაში ამ ეტაპზე 1400-მდე აქტიური და 500-მდე სტატუსშეჩერებული სტუდენტი ირიცხება. მათგან 10 ნიგერიის მოქალაქეა, 2 თურქეთის. სტუდენტების უმრავლეოსბა აკადემიაში მიღებული ცოდნითა და კვალიფიკაციით კმაყოფილია, თუმცა მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც Aris.ge- განათლებასთან სასწავლებელში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ:

ალეკო ქათამაძე – საღვაო ნავიგაციის სპეციალობის 2 კურსის სტუდენტი:

„ყველაზე მთავარი და საერთო პრობლემა გვაქვს აკადემიის სტუდენტებს – ფაქტობრივად პრაქტიკას ვერ გავდივართ. ძალიან დაბალ წონიანი გემი გვყავს, გემი კიარა უფრო ნავია. თანაც, ექვსი თვე რომ ჩვენ აქ პრაქტიკაში 1125 ლარს ვიხდით და შემდგომ გემზე მივდივართ, მაინც არ გვითვლიან პრაქტიკაში და იქ თავიდან გვიწევს პრაქტიკის არქონის გამო თანხის გადახდა.

მესამე კურსის სტუდენტებს, სექტემბრიდან, ექვსი თვის განმავლობაში ლექციები აღარ ჩაგვიტარდება. ბათუმში გვექნება პრაქტიკა, შემდეგ წასახალისებლად, (მაგას თუ წახალისება ჰქვია), გაგვიშვებენ ფოთში, 15 დღით სასწავლელად, მაგრამ ორ კვირაში იქ ვერაფერს ვერ ისწავლი. ექვსთვიანი პრაქტიკაა გემზე საჭირო, ჩვენ კი დაბალწონიან გემზე სულ 15 დღით მივდივართ.“

მზია გორაძე – პირველი კურსის სტუდენტი: “ჩვენი მოლოდინი ამ უნივერსიტეტმა ნამდვილად გაამართლა. როგორც ყველასთვის ცნობილია, ამ სასწავლებლებს სტუდენტებისთვის სპეციალური აკადემიური ფორმები აქვს, ჩვენ ეს ძალიან მოგვწონს, მაგრამ ბევრი ვერ ეგუება, რის გამოც სხვა სასწავლებელში გადადის ჩაბარების შემდეგ. აკადემია ისეთი ხარისხის დიპლომს გვაძლევს, რომ ღირს აქ მოხვედრა.“

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსზე ირიცხება, თუმცა 2015 წლის ბიუჯეტში არც ცენტრალური და არც ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსება არ გამოიყო. რამდენიმე მედიასაშუალებამ აღნიშნილი ფაქტი სასწავლებლის ფოთში გადატანას დაუკავშირა, თუმცა აკადემიის რექტორი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ სახელმწიფო დაფინასება სასწავლებელს არ სჭირდება და პირიქით 2016 წლიდან ის მოგებას მოიტანს.

„სამი წლის წინ, როცა აკადემიის რექტორად მოვედი, არ ვიცი რა მიზეზების გამო, დაახლოებით 4 პროგრამაზე სტუდენტთა მიღება შეჩერებული იყო. საკმაოდ მოთხოვნადი პროგრამები იყო. ამიტომ, ჩვენ  2012 -ში ისევ გამოვაცხადეთ მიღება. მაშინ სტუდენტების რაოდენობა იყო 600-მდე. ეხლა არის 1400-მდე, აქედან გამომდინარე, სახელმწიფო დაფინასება არ გვჭირდება. 2013-2014 წლებში, დაახლოებით 4 მილიონამდე დაფინანსება მივიღეთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რაც საც სასწავლებლის ინფრასტრუქტურის განახლებას მოხმარდა. გავხსენით მეზღვაურთა ახალი საწვრთნელი ცენტრი, შევიძინეთ ძალიან ძვირადღირებული ლაბორატორიები. შევიძინეთ ახალი სასწავლო ლიტერატურა. მაგრამ 2015 წლისათვის ჩვენ დავდგებით ფეხზე და 2016 წლისთვის სრულად თვითდაფინანსებაზე ვიქნებით. ვფიქრობ, აკადემია საქართველოში ერთადერთი უმაღლესი სახელმწიფო სასწავლებელი იქნება, რომელიც თვითდაფინანსებაზე იქნება და მოგებაზე იფიქრებს.

ჩვენ გვაქვს საერთაშორისო დონეზე აღიარებული მეზღვაურთა საწვრთნელი ცენტრი, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ქართველი თუ უცხოელი მეზღვაური ყოველ ხუთ წელიწადში მეზღვაურთა საერთაშორისო კონვენციიდან გამომდინარე გაივლის გადამზადებას. აქედან გამომდინარე, ეს საწვრთნელი ცენტრი აკადემიისთვის დამატებითი შემოსავალია.“

მიუხედვად რექტორის მიერ გაკეთებული განცხადებისა, სტუდენტები მეტი პრაქტიკული სწავლების სურვილს გამოთქვამენ.

საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტი ალეკო ქათამაძე : „ამჟამად ჩვენ მეორე კურსის მეორე სემესტრს ვამთავრებთ და მხოლოდ თეორიულ სწავლებას  გავდივართ, პრაქტიკულს კი მხოლოდ საზღვაო ნავიგაციაში, ლაბორატორიის საგანი მხოლოდ ეს გვაქვს, დანარჩენთან არ გვაქვს შეხება, მაგალითად დანადგარებთან და ა.შ. რაც აუცელებელია ჩვენი სპეციალობის სტუდენტებისთვის.“

როგორც Aris.ge-განათლებამ გაარკვია, აკადემიაში სტუდენტთა გარკვეული ნაწილისთვის გადასახადზე შეღავათებიც არსებობს. აკადემიის რექტორის ინფორმაციით, დედ-მამით ობოლი სტუდენტი გადასახადს არ იხდის. მრავალშვილიან ოჯახებს კი 30%-იანი ფასდაკლება აქვთ. მისივე განმარტებით, ამ დრომდე, არც ერთ სტუდენტს, რომელმაც აკადემიის ადმინისტრაციას  გადასახდთან დაკავშირებული პრობლემით მიმართა, სტატუსი არ შეჩერებია.

მაია შავაძე  – ბათუმი

მაია არის© შავაძე Aris.ge-განათლების ჟურნალისტი