GE

„ალბათ, ვიღაც ჭკვიანმა იფიქრა, –  პროფესორების  ტესტირებასაც ,,ნაეკი” ჩაატარებსო“

უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური პერსონალის მიერ სტატუსის შესანარჩუნებლად გასავლელ პროცედურებთან დაკავშირებით, სხვადასხვა შინაარსის ინფორმაცია გავრცელდა.  განათლების სამინისტრომ ცალსახად უარყო ფაქტი, რომ პროფესორ – მეცნიერებს სტატუსის შესანარჩუნებლად ტესტირების გავლა მოუწევთ. როგორც Aris.ge-განათლებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ განუცხადა ,,არასწორ ხმებს  პოლიტიკურ მოტივები აქვთ”. .

,,ინფორმაცია, რომელსაც გარკვეული ვნებათაღელვა მოჰყვა,  სიმართლეს არ შეესაბამება. ძალიან კარგად მესმის, რომ საარჩევნო წელში შევდივართ და და მომძლავრდება მსგავსი საფუძველს მოკლებული განცხადებები. ,,პროფესორებს ტესტირება უტარდებათ და მათ ქუჩაში გაყრიან”- ეს სიცრუეა.  საკითხის პოლიტიზირება ხდება”- განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისივე თქმით კანონი, რომელიც პარლამენტმა დეკემბერში მიიღო პროფესორ–მასწავლებლების ხუთ წელიწადში ერთხელ ატესტაციას გულისხმობს.

,,ძალიან საინტერესო კანონია. ძალიან ბევრი დეტალი რაც კანონში არის გაწერილი ნამდვილად საამაყოა. სამართლიანობა აღდგა მეცნიერის მიმართ, სამეცნიერო დაწესებულების მიმართ. ჩამოყალიბდა სხვადასხვა სტატუსები. ერთ-ერთ პუნქტში ნათქვამია, რომ თუ აკადემიურ პერსონალს, პროფესორებს, მთავარ მეცნიერ-მუშაკებს აქვთ პრეტენზია მიიღონ უვადო კონტრაქტი აუცილებელია გაიარონ ატესტაცია. მერე სწორედ ეს ატესტაცია ითარგმნა ტესტირებად. მერე, ალბათ, ვიღაც ჭკვიანმა იფიქრა, რომ ამ ტესტირებას ,,ნაეკი” ჩაატარებს და პროფესორებსაც აბიტურიენტებივით მოუწევთ გამოცდის ჩაბარება,”- განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

რაც შეეხება Aris- განათლების კითხვას, თუ რით არის ატესტაცია განპირობებული და იქნება თუ არა ის სავალდებულო მინისტრის მოადგილე ასე პასუხობს:

,,ატესტაცია არის მიღებული პრაქტიკა. მას ჩაატარებს და დეტალებს გაწერ ის უწყება, ვისაც ეს კონკრეტულად ეხება, ანუ დამოუკიდებელი სამეურვეო საბჭო. სწორედ ის, თავად იტყვის, თუ რას უნდა აკმაყოფილებდეს მეცნიერი. ატესტაცია სავალდებულო იქნება და ხუთ წელიწადში ერთხელ ჩატარდება. თუ მეცნიერს, პროფესორს უვადო ხელშეკრულება სურს – მოუწევს ამ ატესტაციის გავლა.  უვადო ხელშეკრულება იმისთვის გავაკეთეთ,  განცდა არ ჰქონოდათ,  რომ დროებით პროფესორებს არიან, ეს დაკავშირებულია აკადემიურ თავისუფლებასთან. მეცნიერი  არ უნდა  იყოს ჩამოკიდებული შრომით კონტრაქტზე და ყოველჯერზე შიში არ უნდა ჰქონდეს,  მაგრამ მოთხოვნები რომ არსებობს ესეც   გასაგებია, თუ არის ვინმე პროფესორი, ვინც არ არის პროდუქტიული და არ შეესაბამება სტანდარტს, მაშინ გასაგებია, რომ ხუთ წელიწადში ერთხელ ვერ გაივლის ატესტაციას,”- დასძინა შარვაშიძემ.

Aris.ge-განათლების კითხვაზე რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მეცნიერ-მუშაკი, პროფესორი ატესტაციას ვერ გაივლის- სამინისტროში პასუხობენ რომ მას შეუწყდება მუდმივი ხელშეკრულება, თუმცა დეტალებს უფრო ზუსტად სამეურვეო საბჭო საბოლოო ფორმირების შემდეგ განსაზღვრავს.

რა ელის მეცნიერს, რომელიც ატესტაციას ვერ გაივლის და რატომ ეწინააღმდეგებიან უმაღლესები მათი საბჭოს წევრობას

„ეს უნივერსიტეტის დამოუკიდებლობაში ჩარევაა”,- რა ხარვეზებს ხედავენ მეცნიერების სტატუსის განსაზღვრაში

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური