GE

ალექსანდრე ჯეჯელავა: 6 ჩასაჭრელი ბავშვი ყველა სკოლაშია

განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა “ეკა ხოფერიას თოქ შოუში” აცხადებს, რომ ყველა სკოლაში არის 6 ბავშვი, რომელიც ჩასაჭრელია. მისივე თქმით, ეს ბავშვები ამ ყველაფერს ტრაგიკულად არ უნდა უყურებდნენ და საკუთარ საქმეს უნდა მიხედონ.

“საქართველოში არის 2 ათასი სკოლა, თითო სკოლიდნ ჩაიჭრა 5.5 ბავშვი, ანუ 6 ბავშვი ჩაიჭრა თითო სკოლაში. შესაბამისად ვისაც სკოლაში უსწავლია, ყველამ იცის რომ 6 ჩასაჭრელი ბავშვი ყველა სკოლაში არის, სამწუხაროდ, მათ შორის ისეთიც რომელიც საერთოდ არ სწავლობს.

ანუ გერმანიაში მიდის 30% უმაღლესში, დანარჩენი მიდის პროფესიულში და არანაირი ტრაგედია აქ არ არის. კი არ დაიწუნეს ეს ხალხი. რა თქმა უნდა არის სკოლები სადაც არავინ არ ჩაიჭრა, ყოჩაღ მათ. იმიტომ რომ იმ 5 ბავშვსაც გასაღები მოუნახეს, ასე ვთქვათ. მე იმას კი არ ვამბობ, რომ მოდი ჩაიჭრას 5 ბავშვი, თუმცა მე ვფიქრობ, რომ 5 ბავშვზე მეტმა უნდა აირჩიოს პროფესიული მიმართულება, რაც იმას ნიშნავს, რომ მეთორმეტე კლასისი გამოცდაზე საერთოდ არ უნდა გავიდეს. ეს არის ხალხი რომლის ტალანტი არის არააკადემიურ ტერიტორიაზე. მომავალში ჩვენ უნდა მოვახერხოთ რომ ტრაგიკულად კი არ უყურებდეს ეს ხალხი, ამბობდეს, თქვენი ჭირიმე, დამანებეთ თავი ჩემს საქმეს მივხედავ”, – განაცხადა ჯეჯელავამ.

მინისტრი: საატესტატო გამოცდაზე ჩაჭრილი მოსწავლეები განმეორებით გამოცდაზე არ გავლენ

“საატესტატო გამოცდების ბარიერის აწევას ვაპირებთ მომავალში” – ალექსანდრე ჯეჯელავა

საატესტატო გამოცდებზე 11 000–მდე მოსწავლე ჩაიჭრა – ალექსანდრე ჯეჯელავა

ერთბაშად ამდენი გამოცდა სტრესია – მათემატიკის საატესტატო გამოცდაზე მოსწავლეთა 15% ჩაიჭრა

ipress.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური