GE

ალექსანდრე ჯეჯელავას საჯარო ლექცია CIU-ში

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით, ალექსანდრე ჯეჯელავას საჯარო ლექციას უმასპინძლა თემაზე: „წარმატება 21-ე საუკუნეში“.

„წარმატება მატებასთან ასოცირდება. უნდა გაარკვიო რისი მატება გახარებს. სხვადასხვა დროს ადამიანებს სხვადასხვა რამ აიტერესებთ. 21-ე საუკუნეში მნიშვნელოვანია ფაქტების ცოდნა, თუმცა გაცილებით ფასეული, წარმატებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებაა. ადამიანებმა სწავლა უნდა ასწავლონ“, – აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

სპიკერმა 21 საუკუნის უნარებიდან ყურადღება წიგნიერებაზე გაამახვილა, რომელიც 3 ნაწილად დაყო – საინფორმაციო წიგნიერება (ბევრი ინფორმაციიდან დასკვნის გამოტანა, დაჯგუფება, კრიტიკული ანალიზი); მედია წიგნიერება (მედიაში ნავიგაციის უნარი); ტექნოლოგიური წიგნიერება (თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისების უნარი). ასევე აღნიშნა, რომ წარმატებისთვის მნიშვნელოვანია სოციალური უნარები. ისაუბრა მოქნილობის უნარზეც, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი სწაფად ცვალებად გარემოში, სადაც შენი ცოდნა შეიძლება დროსთან ერთად გაქრეს, შესაბამისად, მოქნილობის უნარით უნდა აუწყო ფეხი ახალ ტენდენციებს.

„გარემოს რაც სჭირდება, იმაში უნდა მქონდეს დიპლომი, მე რაც მინდა, იმ საქმეში უნდა ვიყო ვარსკვლავი“, – აღნიშნა სპიკერმა.

ძირითადი მოხსენების შემდეგ, სპიკერმა აუდიტორიის კითხვებს უპასუხა.

ლექციას მოდერატორობა CIU-ის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, გიორგი აბაშიშვილმა გაუწია.

ალექსანდრე ჯეჯელავა არის ტრენერი, სპიკერი, ქოუჩი და 25 წელია სხვადასხვა სექტორში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობს.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური