GE

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტებს ლიტვის სხვადასხვა უნივერსიტეტში უფასოდ სწავლის შესაძლებლობას აძლევს

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საბაკალავრო (ბიზნესის ადმინისტრირება, ტურიზმი, ფსიქოლოგია, საჯარო მმართველობა და პოლიტიკა) და სამაგისტრო (ბიზნესის ადმინისტრირება, სამართალი) პროგრამების სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ ლიტვის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონკურში და განახორციელონ მობილობა, ანუ  ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლონ ლიტვის სხვადასხვა უნივერსიტეტში, დააგროვონ კრედიტები და შეიძინონ ახალი გამოცდილება.

პროექტი ფინანსდება ლიტვის ეროვნული სააგენტოს მიერ. მხოლოდ მგზავრობის ღირებულება იფარება სტუდენტის მიერ.

საჭირო დოკუმენტები:

  • სააპლიკაციო ფორმა (ივსება ონლაინ რეჟიმში);
  • სასწავლო ხელშეკრულება;
  • ერთი სარეკომენდაციო წერილი;
  • ენის სერტიფიკატი;
  • პასპორტი;
  • სამოტივაციო წერილი;
  • მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის წერილი;
  • ფოტოსურათი.

აპლიკაციის ბოლო ვადაა 2017 წლის 2 მაისი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური