GE

„ალტე უნივერსიტეტში“ საბაკალავრო პროგრამების ღია კარის დღეები იწყება!

24-25 ნოემბერს, „ალტე უნივერსიტეტში“ საბაკალავრო პროგრამების ღია კარის დღეები გაიმართება.

ვის შეუძლია ღია კარის დღეზე დასწრება?

ალტე უნივერსიტეტის ღია კარის დღე განკუთვნილია სკოლის დამამთავრებელი კლასების (მე-11, მე-12 კლასი) მოსწავლეებისთვის და „ალტე უნივერსიტეტში“ მობილობის მსურველთათვის.

როგორ დარეგისტრირდეთ ღონისძიებაზე?
მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა

რა ინფორმაციას მიიღებთ?

„ალტე უნივერსიტეტის“ საბაკალავრო პროგრამების ღია კარის დღეზე:

✔︎ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას იმ შეთავაზებებზე, რომელთაც უნივერსიტეტი გთავაზობთ 2022 წელს.

✔︎ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით, შეხვდებით შესაბამისი ფაკულტეტების წარმომადგენლებს და დაუსვამთ მათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვებს საბაკალავრო პროგრამებთან დაკავშირებით.

✔︎ ჩაერთვებით „კამპუს ტურში“, რომელიც მოგცემთ შესაძლებლობას გაეცნოთ უნივერსიტეტის შიდა სივრცეს და თითოეული პროგრამისთვის განკუთვნილ თემატურ ოთახებს.
ალტე უნივერსიტეტის ღია კარის დღეები ჩატარდება 24 და 25 ნოემბერს შემდეგი განრიგით:

24 ნოემბერი

  • 12:00-14:00 ბიზნესის სკოლა (ტურიზმი, ბიზნესის ადმინისტრირება)
  • 15:00-17:00 სამართლის სკოლა

25 ნოემბერი

  • 12:00-14:00 მედიცინის საერთაშორისო სკოლა
  • 15:00-17:00 სოციალური მეცნიერებების სკოლა (ფსიქოლოგია, ჟურნალისტიკა, ინგლისური ფილოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები)

ლოკაცია: თბილისი, უნივერსიტეტის ქ #2

ღონისძიება ჩატარდება კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია.

ალტე უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური