GE

ალტერბრიჯის საბაკალავრო პროგრამა: ,,საზოგადოებრივი ურთიერთობები“

უნივერსიტეტ „ალტერბრიჯში“ ამბობენ, რომ სწამთ, მანძილს ოცნებებიდან რეალობამდე – მოქმედება ეწოდება! ამიტომ, ინტენსიურად მუშაობენ მიზნების მისაღწევად და მცირე კამპანიის ფარგლებში მოუწოდებენ აბიტურიენტებს: #იმოქმედეთ.

“თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საბაკალავრო საფეხურზე სწორი არჩევანის გაკეთებაა. ეს არის აკადემიურ სივრცეში განათლების მიღების პირველი გამოცდილება. ის ოთხი წელი, რომელიც ხშირად გარდამტეხია პიროვნული და პროფესიული ზრდისთვის. ამ რწმენის გარშემო გაერთიანებული პრაქტიკოსი, დარგის წამყვანი ლექტორები ყოველდღიურ რეჟიმში ზრუნავენ ახალწვეულების მოტივაციის ამაღლებასა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე.

საზოგადოებრივი ურთიერთობები ის დარგია, რომელიც ყოველთვის აქტუალური იყო, თუმცა გაცილებით მრავალმხრივი და საინტერესო გახდა ბოლო ათწლეულის მანძილზე. გაციფრულების ერამ კიდევ უფრო მკაფიოდ დაგვანახა მედიატორების როლი, ინტეგრირებული მარკეტინგული სტრატეგიის მნიშვნელობა, რეპუტაციული მენეჯმენტის აუცილებლობა და სხვა მნიშვნელოვანი ასპექტები. პროფესია – მოთხოვნადია, შრომის ბაზარზე იძებნებიან მოტივირებული, კვალიფიციური კადრები. თუ თვლით, რომ მზად ხართ ჩაებათ ინტენსიურ სასწავლო პროგრამაში, განიხილოთ კონკრეტული ქეისები, დაგეგმოთ და განახორციელოთ პროექტები, მოხვდეთ საინტერესო სტაჟირებებზე და გახდეთ გამორჩეული PR სპეციალისტი – მოინიშნეთ ციფრი 198.

უნივერსიტეტ ალტერბრიჯის “საზოგადოებრივი ურთიერთობების” საბაკალავრო პროგრამა გაძლევთ შესაძლებლობას დაეუფლოთ ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიას და გაატაროთ დაუვიწყარი სტუდენტობის წლები.

პროგრამის მიზანია ჩამოაყალიბოს, პროფესიული უნარების მქონე კვალიფიციური კადრები მარკეტინგის და PR მენეჯმენტის მიმართულებით. თქვენ შეისწავლით: ბრენდინგს, კრიზისების
მართვას, მომხმარებლის ქცევა, საქმიანი ურთიერთობების ეტიკეტს, ინტეგრირებულ მარკეტინგულ კომუნიკაციებს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს მასობრივი კომუნიკაციების მიმართულებით”, – აცხადებენ უნივერსიტეტში.

გაითვალისწინეთ, უნივერსიტეტ ალტერბრიჯის პირველ ნომრად შემოხაზვის შემთხვევაში, თქვენ მოგენიჭებათ სახელმწიფო 100%-იანი გრანტის გათანაბრებული დაფინანსება.
#იმოქმედე
#შემოხაზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური