GE

„ამ ცვლილებებით, საკლასო პროცესი უნდა იყოს განვითარებული და უფრო მაღალი ხარისხის ვიდრე დღეს არის“

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი, რომელიც მაძიებელი და მოწვეული მასწავლებლის სკოლაში შესვლას, ასევე სპეციალური მასწავლებლისთვის მასწავლებლის სტატუსის განსაზღვრას გულისხმობს, პარლამენტში წარსადგენად მთავრობას გადაეგზავნა. ამ ეტაპზე წინასწარი განხილვები უკვე დაწყებულია. თუმცა, პირველი მოსმენით პარლამენტმა მხოლოდ მანდატურის სამსახურის შესახებ კანონპროექტს დაუჭირა მხარი.

რაც შეეხება მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლებიც მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა შეიმუშავა და სამინიტროს გადაუგზავნა, მთავრობის მიერ დამტკიცდება და მაშინვე ძალაში შევა. არც ეს ცვლილებები მთავრობის მიერ ამ დრომდე დამტკიცებული არ არის.

როგორც EDU.ARIS.GE-ის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმაგანუცხადა, ამ ეტაპზე „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონპროექტის განხილვები უნდა დაიწყოს.

„ცვლილებების შედეგად, მასწავლებლებისთვის სქემა გახდება გაცილებით მოქნილი, მასში ნაკლები იქნება ბიუროკრატიული მექანიზმები, თითოეულ მასწავლებელს წინსვლისა და განვითარების, სიახლეების დანერგვის მეტ საშუალებას მისცემს. რაც მთავარია, სქემა ორიენტირებული იქნება მასწავლებლების შინაგანი მოტივაციის გაზრდაზე, პროფესიონალიზმის ამაღლებაზე არ იქნება მხოლოდ გარეგანი მამოტივირებელი ფაქტორი კრედიტების დასაგროვებლად. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი. რეფორმების შედეგი უნდა მივიდეს თითოეულ მოსწავლესთან. საკლასო პროცესი უნდა იყოს განვითარებული, საინტერესო, ინტერაქტიული და ბევრად უფრო მაღალი ხარისხის, ვიდრე დღეს არის“, – აღნიშნა გიგაურმა.

რომელ კომპონენტებს შეეხება ცვლილებები მასწავლებლის სქემაში

მასწავლებლის პროფესიაში შესვლის ახალი გზები – სკოლაში მოწვეული პედაგოგის სტატუსი შემოდის

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური