GE

ამ ეტაპზე საბავშვო ბაღები არ გაიხსნება – მიიზეზს ვიცე-პრემიერი განმარტავს

საქართველოს ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანი იყო სკოლების გახსნა და შესაბამისად კერძო და საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღები არ გაიხსნება.

მისი თქმით, მთავრობა დააკვირდება დინამიკას დადებითობის მაჩვენებლობისა და ამის მიხედვით შეამსუბუქებს შეზღუდვებს.

“ამ ეტაპზე კერძო და საჯარო ბაღები არ იხსნება. როდესაც პანდემიაა და იხსნება სხვადასხვა სეგმენტი, დამატებითი მობილობა არ შეიძლება გაკეთდეს ერთდროულად. ამ ეტაპზე გავხსენით სრულად სკოლები. ჩვენ ვუყურებთ იმას, თუ რომელი სეგმენტია ყველაზე მნიშვნელოვანი. ამიტომ, ალბათ შევთანხმდებით, რომ სკოლები უფრო მნიშვნელოვანია ჯერ ამ ეტაპზე, ვიდრე ბაღები და ბაღების ჯერიც აუცილებლად დადგება”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში 15 თებერვლიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური