GE
„ამ უნივერსიტეტის ყველაზე დიდი პლუსი განათლების მიღების სწრაფი ტემპი და პროგრამების ხარისხია“ – KIU-ს სტუდენტი

გიორგი ჭავჭვაძე KIU-ს კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის სტუდენტია. მან ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. ნიჭიერი და გამორჩეული ახალგაზრდა სისტემატურად მონაწილეობდა სასკოლო ოლიმპიადებში, დადიოდა ფიზიკისა და პროგრამირების წრეებზე. გავლილი აქვს საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ „მზიურის“ ერთწლიანი პროგრამირებისა და ბრიტანულ ცენტრ „ქალანის“ ინგლისურენოვანი კურსები. მონაწილეობა აქვს მიღებული „ევროკავშირი საქართველოსთვის“ მიერ ორგანიზებულ საქართველოს პარლამენტის მოდელირების პროექტში. ჯერ კიდევ სკოლის ასაკში, 3 წლის განმავლობაში მუშაობდა ინტერნეტ ტელევიზია „ინკოგნიტოში“ და ამზადებდა რეპორტაჟებს.

გიორგი ამჟამად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლობს. მოსწონს KIU-ს პროგრამების მაღალი ხარისხი და განათლების მიღების სწრაფი ტემპი. ამბობს, რომ უნივერსიტეტი მას აძლევს შესაძლებლობას იმუშაოს კომპეტენტურ, მიზანდასახულ და ნიჭიერ ადამიანებთან ერთად, მიიღოს საფუძვლიანი განათლება და გავიდეს საერთაშორისო ასპარეზზე.

გიორგი აქტიურად არის ჩართული უნივერსიტეტის პროექტებშიც. ამჟამად იგი Wine Shop-ის პრგრამაზე მუშაობს. ძირითადი ნაწილი დასრულებული აქვს და შედეგითაც კმაყოფილია. მას, ასევე, დაგეგმილი აქვს მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ KIU Visual Math Fest-ის კონკურსში. ამბობს, რომ მსგავსი პროექტები სტუდენტების განვითარებისა და მოტივაციისთვის დამატებითი შანსია.

„KIU-ში ჩემი ჩაბარება ბევრმა ფაქტორმა განაპირობა. უნივერსიტეტის არჩევისას ვეძებდი ისეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც ხარისხიან ცოდნას მომცემდა კარგ ფასად. მინდოდა მესწავლა ისეთ ინგლისურენოვან უნივერსიტეტში, რომელსაც გააჩნდა სტუდენტების საზღვარგარეთ გაგზავნისა და მათი ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობა. გადავწყვიტე, რომ KIU იდეალური უნივერსიტეტი იქნებოდა ჩემთვის.

KIU მაძლევს საშუალებას ვიმუშაო კომპეტენტურ, მიზანდასახულ და ნიჭიერ ადამიანებთან ერთად, მივიღო რელევანტური და საფუძვლიანი განათლება სხვადასხვა დარგში და გავიდე საერთაშორისო ასპარეზზე. ჩემი აზრით, ამ უნივერსიტეტის ყველაზე დიდი პლუსი არის განათლების მიღების სწრაფი ტემპი და პროგრამების ხარისხი. მიმაჩნია, რომ KIU-ს აქვს უდიდესი პოტენციალი და ის არის ერთ-ერთი საუკეთესო საქართველოში“, – აღნიშნა გიორგი ჭავჭავაძემ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი