GE

ამერიკაში გამართულ Intel-ISEF-ის სამეცნიერო კონკურსზე ქართველმა მოსწავლეებმა გაიმარჯვეს

არიზონას შტატის ქალაქ ფინიქსში (აშშ), Intel-ISEF- ის პრესტიჟულ სამეცნიერო – საინჟინრო საერთაშორისო კონკურსზე, რომელშიც მსოფლიოს 80 ქვეყნის 2500 მოსწავლე ეჯიბრებოდა ერთმანეთს, გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

პირველი ადგილის სპეციალური ჯილდოს – „SPIE – Optics and Photonics Special Award”  მფლობელები, საქართველოს წარმომადგენლები – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის “ლეონარდო და ვინჩის“ გრანპრის მფლობელები – სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS-ის მოსწავლეები დეა ილარიონოვა, შორენა გუჯაბიძე და მარინა გუჯაბიძე გახდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

გამარჯვებულმა მოსწავლეებმა საერთაშორისო კონკურსზე პროექტი Health care  – გარემოს მრავალფუნქციური მონიტორინგის სისტემა, წარადგინეს.

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

ანუკი წიწილაშივილი Aris.ge-განათლების ჟურნალისტი