GE

ამერიკის ელჩი: ვაქცინაცია მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია, რათა აღდგეს ეკონომიკა და სკოლები გაიხსნას

ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ ვაქცინაციას არსებითი მნიშვნელობა აქვს და სწორედ ის იქნება განმსაზღვრელი თუ როდის გაიხსნება ეკონომიკა და სკოლები მთელს მსოფლიოში.

“შეხვედრაზე მივიღე განახლებული ინფორმაცია საქართველოს მთავრობის გეგმების შესახებ პანდემიის მართვის კუთხით 2021 წელს. ახლა ყველა ელის მჭიდრო კოორდინაციას ვაქცინაციის გეგმასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ვაქცინაციის განხორციელების მკაფიო გეგმის არსებობა არამხოლოდ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, არამედ მთელს მსოფლიოში, იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოება და რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს ეკონომიკის აღდგენა თუ სკოლების გახსნა”, – განაცხადა კელი დეგნანმა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური