GE

აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ელჩი როს უილსონი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია

ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა დროებითი რწმუნებული, ელჩი როს უილსონი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა უნივერსიტეტის რექტორთან.

ელჩმა უილსონმა მოინახულა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახლად აშენებული ტექნოლოგიების შენობა, რომელიც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მხარდაჭერით უახლესი სტანდარტის ლაბორატორიებითა და სასწავლო სივრცეებით აღიჭურვება.

სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური ბიოლოგიის, მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების გენეტიკური შესწავლის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური