GE

ამირან გამყრელიძე სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მიმართავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საჯარო სკოლების წარმომადგენლებს გორიდან კიდევ ერთხელ მიმართა.

გამყრელიძემ საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციების საყურადღებოდ განაცხადა, რომ მათ მკაცრად უნდა დაიცვან კორონავირუსის პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციები, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსწავლეებისა და მასწავლებლების ინფიცირების შემთხვევები.

EDU.ARIS.GE-ს კითხვაზე მოსალოდნელია თუ არა სკოლებში კოვიდპანდემიის მესამე ტალღის ფონზე დამატებითი შეზღუდვები დაწესდეს, გამყრელიძე ამბობს, რომ საგანგაშო მდგომარეობა არ არის.

,,ამ ეტაპზე სკოლებში 8%-ს არ აღემატება ინფიცირების შემთხვევები. რა თქმა უნდა, მათ მკაცრად უნდა დაიცვან ის რეგულაციები, რომელიც კორონავირუსის პრევენციის მიზნით არსებობს, რადგან უფრო მეტად არ გავრცელდეს ვირუსი. ამ ეტაპზე სკოლებთან მიმართებაში სხვა დამატებით შეზღუდვებს არ ვგეგმავთ, რადგან არ არის საგანგაშო მდგომარეობა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

„მიღებულია, რომ სკოლა და ბაღი უნდა დაიკეტოს სულ ბოლო და გაიხსნას პირველი“ – ამირან გამყრელიძე

მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური