GE

„ამიტომ არის მნიშვნელოვანი 15 აპრილის დედლაინი“ – რაზე აფრთხილებს გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი 2021 წლის აბიტურიენტებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, 2021 წლის აბიტურიენტებისთვის 15 აპრილის დედლაინი მნიშვნელოვანი თარიღია.

საუბარია ამ დედლაინზე: რეგისტრაციის პირველ ეტაპზე აბიტურიენტმა უნდა ჩაწეროს სარეგისტრაციო გრაფაში პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი და ჩასაბარებელი საგნები. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა, აბიტურიენტებს 15 აპრილის 18:00 საათამდე შეუძლიათ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.

თუმცა არის ერთი გასათვალისწინებელი ფაქტორი, რომელსაც გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი განმარტავს და ამით აბიტურიენტებს აფრთხილებს:

“აბიტურიენტებისთვის არჩევანი განუსაზღვრელია, შეუძლიათ 300-400 პროგრამა აარჩიონ. ეს არის სწორედ ის მომხიბვლელობა ამ სისტემის, რომ შეუძლიათ ბევრი არჩევანი გააკეთონ და სადაც საკმარისი იქნება მათი ქულები და სადაც დაძლევენ კონკურსს, აი იქ მოხვდებიან. უნდა ვთქვა, რომ საგნის დამატება აბიტურიენტებს 15 აპრილამდე შეუძლიათ, მაგრამ თუ უცებ, 15 აპრილის შემდეგ მოისურვეს, რომ სამედიცინოზე ჩააბარონ და ის საგანი არ ჰქონდათ მანამდე არჩეული (რაც სავალდებულოა სამედიცინო მიმართულებისთვის ავტ.), პროგრამის გადარჩევა კი შეუძლიათ, მაგრამ სამედიცინოს უკვე ვეღარ აირჩევენ იმიტომ, რომ ვთქვათ ბიოლოგია არ ჰქონდათ მანამდე არჩეული. ამიტომაც, 15 აპრილის დედლაინი მნიშვნელოვანია”, – განმარტავს სოფიო გორგოძე.

რეგისტრაციის პროცედურები, ვადები და ვიდეოინსტრუქცია

როდის დაიწყება აბიტურიენტების რეგისტრაცია და რა უნდა ვიცოდეთ გამოცდებამდე – 100 კითხვა და 100 პასუხი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური