GE

არაქართულენოვანი სკოლის მასწავლებელთა და დირექტორთა ტრენერების სერტიფიცირების კურსი დაიწყო

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლბში, რომელსაც სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს, არაქართულენოვან სკოლის მასწავლებელთა და დირექტორთა ტრენერების სერტიფიცირების კურსი მიმდინარეობს.

ტრენერები მიმართულებების მიხედვით ჩაატარებენ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ტრენინგებს და სხვა აქტივობებს  – არაქართულეოვანი სკოლების და სექტორების მასწავლებლესთვის, დირექტორებისა და პროექტის ფასილიტარებისთვის. ტრენინგებს  აზერბაიჯანულენოვანი, რუსულელოვანი  და სომხურენოვანი ტრენერები გაუძღვებიან, რომლებმაც ტრენერთა სერტიფიცირების კურსი ქართულ ენაზე გაიარეს.

კურსს 38 არაქართულენოვანი ტრენერი გადის, რომელთაც გააჩნია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში მასწავლებლად მუშაობის ან/და ზოგადი განათლების სფეროში მართვის გამოცდილება. კურსი რამდენიმე ეტაპს მოიცავს და მასში კონკურსის სახით შერჩეული ტრენერები იღებენ მონაწილეობას.

სერტიფიცირების კურსი მიმდინარე წლის 30 ივლისს დაიწყო და 16 აგვისტომდე გაგრძელდება.

2017-2019 წლებში სერტიფიცირებული ტრენერები საქართველოს ყველა არაქართულენოვანი საჯარო სკოლის 213 დირექტორს და მე-7 – მე-12 კლასების ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, მათემატიკის, გეოგრაფიისა და ინგლისურის ენის 2177 მასწავლებელს გადაამზადებენ. ტრენინგები არაქართულენოვანი მსმენელიბისათვის მშობლიურ ენასა და ქართულ ენაზე ჩატარდება.  საგანგებოდ ითარგმნა   სატრენინგო მასალა.

მასწავლებლები პროფესიული განვითარების კუთხით გადამზადდებიან, როგორც ზოგადპროფესიული უნარების სასწავლო მიმართულებით, ასევე საგნობრივი მეთოდიკის კურსში.  ტრენინგებზე შეძენილი ცოდნა და უნარები მასწავლებლებს საშუალებას მისცემს სასწავლო პროცესი მეტად სახალისო, ინტერაქტიული,

პრაქტიკულ ცხოვრებასთან დაკავშირებული, ასევე XXI საუკუნის მოსწავლის მოთხოვნებსა და ინტერესებზე მორგებული გახადონ.

დირექტორები კი სკოლის მართვის გაუმჯობესება – ლიდერობის აკადემიის კურსს გაივლიან, რომლის მიზანია დირექტორებისა და პროექტის ბაზაზე შერჩეული პროფესიული განვითარების ფასილიტატორების პროფესიული განვითარება.

პროექტის სამიზნე ჯგუფს საჯარო სკოლების  18000 ზე მეტი ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების, ინგლისურისა და გეოგრაფიის 7-12 კლასების ყველა მოქმედი მასწავლებელი და ყველა საჯარო სკოლის დირექტორი წარმოადგენს.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს პროექტს აფინანსებს   ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია და  ახორციელებს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი,  საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია IREX- ის ექსპერტული მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური