GE

არასრულწლოვან ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სწავლების წესში ცვლილებებია

არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სრული ზოგადი განათლების მიღებისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში მიმდინარე სასწავლო პროცესის რეგულირების წესში რიგი ცვლილებები განხორციელდა. ცვლილებებს ხელს აწერენ განათლებისა და მეცნიერების, ასევე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრები.

ვინ ასწავლის ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს

კანონის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებებში არასრულწლოვანი ბრალდებულისათვის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შტატგარეშე მოსამსახურეები (მასწავლებლები), იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელით, რომელშიც სწავლობდა  არასრულწლოვანი ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებამდე, ან იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელით, რომელშიც ჩაირიცხა არასრულწლოვანი ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შემდგომ.

ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას უზრუნველყოფს/უზრუნველყოფენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება/დაწესებულებები.

რას უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მასწავლებელი

ა) ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შესაბამისი საგნის/საგნების სწავლებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან წინასწარ შეთანხმებული მასწავლებლის მუშაობის გრაფიკის შესაბამისად;

ბ) არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის აკადემიური მიღწევების შეფასებას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად;

გ) ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად გაცდენების აღრიცხვას მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალში;

დ) არაუგვიანეს შესაბამისი სემესტრის დასრულებიდან მეორე სამუშაო დღისა, არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის შეფასებისა და გაცდენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის, რომელშიც სწავლობდა  არასრულწლოვანი ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებამდე/არასრულწლოვანი მსჯავრდებული, მის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებამდე, ასევე იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის, რომელშიც ჩაირიცხა არასრულწლოვანი ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შემდგომ/არასრულწლოვანი მსჯავრდებული, მის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდების შემდგომ;

ე) სემესტრული, წლიური ან/და საშემოდგომო გამოცდების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩატარებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ვ) შესაბამისი გამოცდის ჩატარებიდან არაუგვიანეს მესამე სამუშაო დღისა, გამოცდებში არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ მიღებული შეფასების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის, რომელშიც სწავლობდა არასრულწლოვანი ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებამდე.

რას უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება

ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც სწავლობდა არასრულწლოვანი ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებამდე უწრუნველყოფს:

ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წერილობითი მიმართვის საფუძველზე არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაყვანას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საბიუჯეტო პროგრამის ფარგლებში სწავლებაზე და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში ამ პირის შესახებ უთითებს არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის სტატუსს;

ბ) კანონში განსაზღვრული პრინციპით გათვალისწინებული და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის კლასიდან კლასში გადაყვანას;

გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.

კანონში წერია, რომ არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაყვანა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საბიუჯეტო პროგრამის ფარგლებში სწავლებაზე, გამორიცხავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის სწავლებისათვის ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის მიღების შესაძლებლობას.

რომელ მსჯავრდებულებს მიეცემათ უმაღლესი განათლების მიღების უფლება და როგორი იქნება სწავლება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური