GE

“არც ერთ კონკრეტულ საკითხზე ბატიაშვილს არგუმენტები არ წარმოუდგენია” – რატომ დაიბარეს განათლების მინისტრი პარლამენტში

დეპუტატი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ დაანონსებული განათლების რეფორმა გაუაზრებელია და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი პარლამენტში სწორედ ამიტომ დაიბარეს.

“მინისტრთან ჩვენი კითხვები დაკავშირებულია იმ სრულიად მოუფიქრებელ და გაუაზრებელ ე.წ. განათლების რეფორმასთან, რომელიც მან შემოგვთავაზა. ის რეალურად გულისხმობს მხოლოდ გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას და ზოგადი უნარების ტესტის არასავლდებულოდ გამოცხადებას. არც ერთ ამ კონკრეტულ საკითხზე მინისტრს არგუმენტი არ წარმოუდგენია, უფრო მეტიც, მან წერილით გვიპასუხა ჩვენ დასმულ კითხვებზე. იმ წერილში ასევე სადღეგრძელოებია, არც ერთი არგუმენტი არ არის წარმოდგენილი. ეს ძალიან სახიფათოა, ჩვენი შვილების მომავლით თამაში არის სახიფათო, არავის არ უნდა შერჩეს და ვაპატიოთ. ეს კითხვები გვექნება. რატომ აპირებს ასე სწრაფად, ასე მოუფიქრებლად ამ კვაზი რეფორმის განხორციელებას”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მამუკა ბახტაძეს და მიხეილ ბატიაშვილს დღეს მოუსმენენ. საკანონმდებლო ორგანოში განათლების უწყების პირველი პირის გამოცხადება “ევროპულმა საქართველომ” მოითხოვა.

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური