GE

არდადეგებზე საკითხავი სკოლის მოსწავლეებს – 5 ქართველი ავტორი ლევან ბერძენიშვილისგან

დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის არდადეგები მალე დაიწყება და დროა ზაფხულში წასაკითხი წიგნების სიაც მოამზადონ. მე-11-12 კლასი ის პერიოდია, როცა სამყაროს აღქმა ახლებურად იწყება და ამაში საუკეთესო დამხმარეები წიგნები არიან. დასვენებებას ზოგადი განათლების ამაღლება კიდევ უფრო საინტერესოს ხდის, თუმცა ბევრისთვის წიგნების არჩევა არც ისე მარტივია.

EDU.ARIS.GE-მ რჩევისთვის ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილს მიმართა, რომელიც მაღალკლასელებს 5 ქართველი ავტორის წიგნებს სთავაზობს.

სიის პირველი ორი წიგნი ყველასათვის კარგად ცნობილია,  თუმცა ბერძენიშვვილის აზრით, სკოლის პროგრამა წიგნების სრულყოფილად გააზრების საშუალებას არ იძლევა:

„ეს დიდი მნიშვნელობის წიგნებია. სკოლაში ისწავლება, მაგრამ არასწორად. ბავშვები ვერ ნახულობენ იმას, რაც მასში არის. პროგრამა სხვა არის, ჩვეულებრივი კითხვა სხვა, ამიტომ ჯობია მშვიდად დასხდნენ და გული ჩააყოლონ“, – ამბობს ბერძენიშვილი.

შოთა რუსთაველი – „ვეფხისტყაოსანი“,

ვაჟ-ფშაველა – „ალუდა ქეთელაური“ „ბახტროინი“ და „სტუმარ-მასპინძელი“

მიხეილ ჯავახიშვილი – „ჯაყოს ხიზნები“

გურამ დოჩანაშვილი – „სამოსელი პირველი“

აკა მორჩილაძე – „ობოლე“

არდადეგებზე საკითხავი წიგნები მოსწავლეებს – ქართველი ავტორების სია გიორგი კეკელიძისგა

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური