GE

აშშ-ის განათლების მდივანმა, კაპიტოლიუმის შტურმის გამო, თანამდებობა დატოვა

აშშ-ის კაპიტოლიუმის შტურმის გამო განათლების მდივანმა, ბეტსი დევოსმა თანამდებობა დატოვა. ის კაბინეტის მეორე წევრი გახდა, რომელმაც გადადგომის შესახებ განაცხადა. მანამდე თანამდებობა ტრანსპორტის მინისტრმა, ელაინ ჩაომ დატოვა.

წერილში განათლების მდივანმა დონალდ ტრამპი ძალადობის გაღვივებაში დაადანაშაულა.

„ეჭვგარეშეა, თუ რა გავლენა იქონია თქვენმა რიტორიკამ არსებულ სიტუაციაზე და ეს ჩემთვის გარდამტეხი მომენტია“, – ნათქვამია ბეტსი დევოსის განცხადებაში.

ბეტსი დევოსი განათლების მდივნის თანამდებობას 2016 წლიდან იკავებდა.

წყარო: 1tv

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური