GE

აშშ-თან ურთიერთობის 25 წლის თავთან დაკავშირებით GIPA „მეგობრობის ფორუმზე“ იყო წარმოდგენილი

23 აპრილს, სასტურმო რუმსში, საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის თავთან დაკავშირებით „მეგობრობის ფორუმი“ გაიმართა. ღონისძიებაზე, სხვა ორგანიზაციებთან ერთად, წარმოდგენილი იყო საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), რომელიც 1994 წელს დაარსდა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით. GIPA იყო პირველი უნივერსიტეტი, რომელმაც დასავლური განათლების იმპორტი დაიწყო საქართველოში. დაარსების დღიდან, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, სხვა ამერიკულ დონორ ორგანიზაცებთან ერთად, ხელს უწყობს უნივერსიტეტის განვითარებასა და წინსვლას.

ფორუმზე GIPA-ს წარმოდგენილი ქონდა ამერიკულ დონორ ორგანიზებთან (US Department of State, US Embassy, USAID, USDA, MCC) ერთად განხორციელებული 40-ზე მეტი პროექტი.
პროექტების გარდა, GIPA-მ ფორუმზე წარმოადგინა საგანმანათლებლო პროგრამები.

GIPA სწავლების ყველა საფეხურს ახორციელებს – საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების რიცხვს, წელს უმაღლესი პროფესიული პროგრამა დაემატა, რომელიც მორიგი ამერიკული ინვეტსიციაა უნივერსიტეტში.

აღნიშნული ღონისძიებები საქართველოს რეგიონებშიც გრძელდება, GIPA-მ უკვე მიიღო მონაწილეობა თელავის ფორუმში, წინ ბათუმის, ზუგდიდისა და ქუთაისის ღონისძიებებია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური