GE

„ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილეები ტრენინგებს გადიან

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 185 კონსულტანტ-მასწავლებელი ტრენინგებს გადის. პროგრამის ფარგლებში შექმნილი ახალ ტრენინგ-მოდული „კლასკომპლექტებში სწავლების თავისებურებები“, მაღალმთიანი და ბარის შორეული სოფლების მცირეკონტიგენტიან სკოლებში სწავლების სპეციფიკას ითვალისწინებს.

პედაგოგებს გაუადვილდებათ კლასკომპლექტებში მუშაობა ესგ-ს მოხოვნებთან და მცირეკონტიგენტიანი სკოლების თავისებურებებთან მიმართებაში. 4 დღიანი ტრენინგის დასრულების შემდგომ მიღებულ ცოდნას პროგრამის მონაწილეები ადგილობრივ პედაგოგებს გაუზიარებენ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური