GE

ავღანელი ქალი ჩვილთან ერთად მისაღებ გამოცდაზე – ფოტოებმა ინტერნეტი დაიპყრო

25 წლის ჯაჰან ტააბი ავღანეთში დაიკუნდის პროვინციაში მისაღებ გამოცდას აბარებს. (ფოტოები)

CNN ფოტოებს ავრცელებს, სადაც ახალგაზრდა ქალი საკლასო ოთახის იატაკზე ზის და საგამოცდო ტესტების შევსების პარალელურად ჩვილს ძუძუს აჭმევს. ამ დროს მის გარშემო ათობით სტუდენტი მერხთან ზის და გამოცდას აბარებს.

საუცხოო სცენა, რომელის დაიკუნდის პროვინციის კერძო უნივერსიტეტში დატრიალდა, ფოტოზე აღიბეჭდა, რომელიც თავის მხრივ სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა.

გამოცდის დამკვირვებლის თქმით, სოციალური მეცნიერების ფაკულტეტზე მისაღები გამოცდის მსვლელობის დროს, 25 წლის ჯაჰან ტააბის 2 თვის ჩვილი ატირდა. ჯაჰანმა მერხი დატოვა, იატაკზე მოკლათდა და პატარას კვება დაიწყო, თუმცა ტესტების შევსებისთვის თავი არ დაუნებებია.

აღნიშნული სცენა იმდენად შთამბეჭდავი და ძლიერი იყო, რომ დამკვირვებელმა ტელეფონი ამოიღო, ქალს რამდენიმე ფოტო გადაუღო და მოგვიანებით თავის სოციალური ქსელის გვერდზე განათავსა.

,,ეს საოცარი სანახაობა იყო, ყველა სტუდენტი მას აღფრთოვანებული უყურებდა“, – განაცხადა დამკვირვებელმა.

მშობლიური სოფლიდან საგამოცდო ცენტრამდე მისასვლელად ტააბს 8 საათიანი მგზავრობა დასჭირდა.

საბედნიეროდ, მან გამოცდა წარმატებით ჩააბარა და 152 ქულის მოპოვება შეძლო.  ახალგაზრდა ქალის ოცნებაა სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტი გახდეს, თუმცა სიშორის გარდა მას კიდევ ერთი პრობლემა აქვს. ჯაჰან ტააბი  ფერმერის მეუღლეა და ოჯახს სწავლისთვის საჭირო სახსრები არ გააჩნია.

აღნიშნული ისტორიით აღფრთოვანებულმა ბრიტანულმა ორგანიზაციამ, Afghan Youth Association, კამპანია GoFundMe იმისათვის შექმნა, რომ ახალგაზრდა ავღანელმა ქალმა სწავლის გაგრძელება შეძლოს.

ჯგუფის ორგანიზატორის თქმით, ქალს, რომელმაც გამოცდის ჩასაბარებლად ამხელა ძალისხმევა გასწია, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ხელი არაფერმა უნდა შეუშალოს.

მასწავლებელი სტუდენტი, რომელიც ლექციებზე შვილთან ერთად დადის

მოამზადა თეა ინაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური