GE

ავტორიზაციის საბჭომ 2 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას ავტორიზაცია გაუუქმა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 6 და 12 სექტემბერს ავტორიზაციის საბჭომ 2 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას ავტორიზაცია გაუუქმა

2018 წლის 12 სექტემბერს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ ავტორიზაცია გაუუქმა საზოგადოებრივ კოლეჯ ა(ა)იპ – „ადამიანი და ბუნებას”. აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიულ სტუდენტებს 2018 წლის 12 სექტემბრიდან 5 წლის ვადით შეუჩერდათ სტუდენტის სტატუსი და ამ პერიოდში უფლებამოსილნი არიან კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლონ მობილობის უფლებით და სწავლა განაგრძონ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

2018 წლის 6 სექტემბერს კიპროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ ავტორიზაცია გაუუქმა საზოგადოებრივ კოლეჯ შპს – ირაკლი ფაღავას სახელობის აკადემია “დასტაქარს”. აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიულ სტუდენტებს 2018 წლის 6 სექტემბრიდან 5 წლის ვადით შეუჩერდათ სტუდენტის სტატუსი და ამ პერიოდში უფლებამოსილნი არიან კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლონ მობილობის უფლებით და სწავლა განაგრძონ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური