GE

აწსუ-ის დოქტორანტებმა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვეს

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამის (ხელმძღვანელი პროფესორი ნინო ჩიხლაძე) სამმა დოქტორანტმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2021 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსში გაიმარჯვა.

გამარჯვებული დოქტორანტები არიან:

  • თამარ გუჩუა (კვლევითი მიმართულება ,,თეორიული ენათმეცნიერება’’) — პროექტი „რიტუალი, როგორც სამეტყველო სიტუაცია, და მისი ანალიზი კომუნიკაციის ეთნოგრაფიის ჩარჩოში“ (ხელმძღვანელი პროფესორი ზაალ კიკვიძე);
  • თამაზ დევიძე (კვლევითი მიმართულება „ქართველური ენათმეცნიერება’’) — პროექტი „სინტაქსური იერარქია და წინადადების მოდელირება „მარხვანში“(K-79)“ (ხელმძღვანელი პროფესორი რუსუდან საღინაძე);
  • დავით იობიძე (კვლევითი მიმართულება „ქართველური ენათმეცნიერება’’) — პროექტი „წმინდა მაქსიმე აღმსარებლის „თალასესადმი კითხვა-მიგების’’ გელათური თარგმანი (K-14)(ენობრივ-სტილური თავისებურებანი და ტერმინოლოგიური მოდელები)’’ (ხელმძღვანელი პროფესორი რუსუდან საღინაძე).

ვულოცავთ დოქტორანტებს, მათ ხელმძღვანელებს, „ფილოლოგიის’’ სადოქტორო პროგრამას და ვუსურვებთ ახალ წარმატებებს!

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვა ამბები 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური