GE

აწსუ-ის გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების მიმართულების სამაგისტრო პროგრამა აკრედიტებულია

2022 წელს აკრედიტაცია გაიარა გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების მიმართულების სამაგისტრო პროგრამამ, რომელიც შემუშავდა Erasmus+ პროექტის “საგანმანათლებლო, სამეცნიერო, მენეჯმენტის და კლიმატის მართვის სამრეწველო კომპონენტები და კლიმატის ცვლილების პრევენცია – CLIMAN” მხარდაჭერით. პროექტში ხორციელდება უკრაინისა და საქართველოს უნივერსიტეტებში და მასში მონაწილეობენ ევროპული უნივერსიტეტები (გერმანია, ლიეტუვა, ლატვია). პროექტის ფარგლებში, აწსუ-ს მიერ აღებული ვალდებულებების შესაბამისად, შემუშავდა სასწავლო მოდული „კლიმატის მენეჯმენტი“, რომელმაც გაიარა ევროპული უნივერსიტეტების ექსპერტთა შეფასება სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით და შეფასდა უმაღლესი შეფასებით. მოდული „კლიმატის მენეჯმენტი“ სავალდებულო მოდულის სახითაა ჩართული ახლადაკრედიტებულ გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამაში.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm