GE

აწსუ-ის მათემატიკის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებმა აკრედიტაცია მიიღო

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე მოქმედ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას “მათემატიკა” (პროგრამის ხელმძღვანელები პროფესორი გიორგი ონიანი, პროფესორი ზაზა სოხაძე) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, მიენიჭა სრული აკრედიტაცია 7 წლის ვადით.

ამავე ფაკულტეტზე მოქმედ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამას “მათემატიკა” (პროგრამის ხელმძღვანელი პროფესორი ტარიელ ქემოკლიძე) 2021 წლის 22 ოქტომბერს, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა აკრედიტაცია 4 წლის ვადით.

ორივე პროგრამა გააგრძელებს მიღებას ვაკანტურ ადგილებზე და დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური