GE

აწსუ-ის ორგანიზებით ქუთაისის 21-ე საჯარო სკოლაში კონფერენცია ჩატარდა

ქუთაისის 21-ე საჯარო სკოლაში აწსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტის ორგანიზებით კონფერენცია ჩატარდა.

წარმოდგენილი მოხსენებების შემდგომ დეპარტამენტის ლაბორანტებმა მოახდინეს საინტერესო ცდების დემონსტრირება.

ღონისძიებების დასასრულს ქიმიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნ. კახიძემ მოსწავლეებს გადასცა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლოგოთი დამშვენებული ფერადი ბურთები, ტკბილეული და ბუკლეტები უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურისა და სასწავლო სპეციალობების ჩამონათვალით.

ღონისძიებების მიზანია დაანახონ მოსწავლე-ახალგაზრდობას, რომ ქვეყნის განვითარების და გაძლიერების ერთ-ერთ ძირითადად საშუალებას საჯარო სკოლებში საბუნებისმეტყველო საგნების და კერძოდ, ქიმიის შესწავლა წარმოადგენს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური