GE

აწსუ-ის სტუდენტებმა იმიტირებული სასამართლო პროცესში გაიმარჯვეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანის უფლებათა სამართალში.

იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობა მიიღო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სამი სტუდენტისგან შემდგარმა გუნდმა, რომელიც წერილობითი პოზიციის საფუძველზე შეირჩა 8 საუკეთესო გუნდს შორის და გადავიდა ზეპირ რაუნდში.

გუნდის წევრები იყვნენ დავით რუხაძე, კესო ბანძალაძე და მარიამ სვანაძე. გუნდს მენტორობას უწევდა სამართლის დოტორანტი თამარ მესხია.

იმიტირებული სასამართლო პროცესის შეჯიბრით გათვალისწინებულ ზეპირ რაუნდში მონაწილეობას იღებდა საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამართლის სტუდენტები. ზეპირი რაუნდი ჩატარდა თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში, რის შემდეგაც ნახევარფინალში გადავიდა და ასპარეზობდა ოთხი გუნდი, მათ შორის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი, ეს უკანასკნელი ნახევარფინალში შეხვდა თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდს და დაამარცხა, რის შემდეგაც გადავიდა ფინალში, სადაც შეხვდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს და მოიპოვა გამარჯვება.
ასევე საუკეთესო მომხსენებლის ნომინაციაში გაიმარჯვა გუნდის ერთ-ერთმა წევრმა კესო ბანძალაძემ.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაცია ამაყობს ამ გამარჯვებით და მადლობას უცხადებს გუნდის წევრებს (დავით რუხაძე, კესო ბანძალაძე და მარიამ სვანაძე) და მათ მენტორს, ქალბატონ თამარ მესხიას.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm