GE

აწსუ-ის სტუდენტმა დავით კოღუაშვილმა უკრაინაში გამართულ ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა

გაიცანით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ეკოლოგიის სპეციალობის სტუდენტი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით კოღუაშვილი.

ის საქართველოს ნაკრების წევრია და ახლახან უკრაინაში გამართული საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა.

,,მნიშვნელოვანი ტურნირი იყო. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სულ ოთხი შეხვედრა ჩავატარე, ფინალში უკრაინელი სპორტსმენი დავამარცხე. მიხარია, რომ ჩემი გულშემატკივრების გახარება შევძელი“.

ჭიდაობით ბავშვობიდან დაინტერესდა. 14 წელია, რაც ვარჯიშობს. იცის, რომ გამარჯვება დიდი შრომის შედეგია.

,,საგვარეულოში მყავდა გამოჩენილი სპორტსმენები და ალბათ ამან განაპირობა რომ მე ამ სპორტით დავინტერესდი. პირველი დიდი ტურნირი ჩემთვის 2019 წელის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატები იყო. დიდი გამოცდილება მივიღე, ევროპის პრიზიორი გავხდი. სულ სხვა ემოცია და პასუხისმგებლობაა, როცა შენს უკან ამდენი ადამიანია და ელოდება საუკეთესო შედეგს“.

დავით კოღუაშვილი ახლა საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადება. იქნება საერთაშორისო ტურნირებიც, თუმცა, მისი მთავარი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატისა და ოლიმპიადის მოგებაა.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს ახალგაზრდა სპორტსმენს უკრაინაში მოპოვებულ ბრწყინვალე გამარჯვებას და უსურვებს სამომავლო წარმატებებს.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური