GE

აწსუ-სა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2017 წლის 18 აპრილს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, აწსუ-ის საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტები ტრენინგ-კურსებს გაივლიან გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში, ასევე მონაწილეობას მიიღებენ ცენტრის მიერ დაგეგმილ კონფერენციებსა და კონკურსებში.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ გაიმართა ცენტრის მიერ ორგანიზებული მოსწავლეთა კონფერენციის (თემაზე – „ვერცხლისწყალი“) გამარჯვებულ მონაწილეთა დაჯილდოება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური