GE

აწსუ-სა და თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2017 წლის 23 ივნისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტსა და თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

ღონისძიებას აწსუ-ის რექტორი გიორგი ღავთაძე, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდული, ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი აკაკი ბაკურაძე, აწსუ-ის იურიდიული კლინიკის წარმომადგენლები და სამართლის დეპარტამენტის აკადემიური პერსონალი ესწრებოდნენ.

მემორანდუმის ფარგლებში აწსუ-ის იურიდიული კლინიკის წარმომადგენლებისა და სამართლის დეპარტამენტის აკადემიური პერსონალისათვის ივნისის თვეში ჩატარდება ტრენინგების ციკლი.
საბოლოოდ კი აწსუ-ის იურიდიული კლინიკის ბაზაზე ჩამოყალიბდება მედიაციის, დავების ალტერნატიული გადაწყვეტის ცენტრი, სადაც აწსუ-ის სტუდენტები დასაქმდებიან და დაეუფლებიან პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური