GE

აწსუ-ში ახალი 2017-2018 სასწავლო წლისადმი მიძღვნილი ტრადიციული ღონისძიება გაიმართა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი 2017-2018 სასწავლო წლისადმი მიძღვნილი ტრადიციული ღონისძიება გაიმართა. ეზოში შეკრებილ სტუდენტებს აწსუ-ის რექტორმა გიორგი ღავთაძემ სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

სტუდენტებს მიესალმნენ აწსუ-ის რექტორის მოადგილე შალვა კირთაძე, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი გიორგი ოკრიბელაშვილი, ქალაქის მერი შოთა მურღულია, იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი.

100%-იანი გრანტის მქონე სტუდენტებს უნივერსიტეტმა და პარტნიორმა ორგანიზაციებმა – სადაზღვევო კომპანია „არდიმ“, „ვი-თი-ბი“ ბანკმა, ქუთაისის მერიამ ფასიანი საჩუქრები გადასცეს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური