GE

აწსუ-ში გენერალური პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით საჯარო ლექცია გაიმართა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022 წლის 6 ივნისს სამართლის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორმა დავით ჩხარტიშვილმა და პროკურორის მოადგილემ ემზარ გაგნიძემ.

ლექციის თემატიკას წარმოადგენდა საქართველოს პროკურატურის როლი ახალგაზრდა თაობის კადრების კარიერულ განვითარებაში, საქართველოს პროკურატურაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, პროკურატურის განვითარების 2021 – 2027 წლების სტრატეგია, მათ შორის ცალკეულ დანაშაულთან ბრძოლის წინააღმდეგ.

სტუდენტებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია სტაჟირების პროგრამის შესახებ და შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში,რომლის დროსაც ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო კითხვებზე.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური