GE

აწსუ-ში ღვაწლმოსილი თანამშრომლები დააჯილდოვეს

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ღვაწლმოსილ თანამშრომლებს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში უმასპინძლა.

რექტორმა როლანდ კოპალიანმა, რექტორის მოადგილემ შალვა კირთაძემ, ადმინისტრაციის უფროსმა კახა კუპატაძემ მათ დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და 2021 წელი შეაჯამეს.

“გილოცავთ დამდეგ 2022 წელს. მინდა სიამოვნებით აღვნიშნო, რომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გრძელდება ტრადიცია, რომელიც მიზნად ისახავს უნივერსიტეტის ღვაწლმოსილი თანამშრომლების დაჯილდოებას და წინასაახალწლო მილოცვებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არ დავარღვიოთ ტრადიცია და ყველა იმ თანამშრომელს ვუთხრათ მადლობა, რომლებმაც უდიდესი როლი შეასრულეს ჩვენი უნივერსიტეტის ცხოვრებაში და მრავალი თაობა აღუზარდეს ჩვენს უნივერსიტეტს, ქალაქსა და ქვეყანას”,- აღნიშნა როლანდ კოპალიანმა.

ღვაწლმოსილ თანამშრომლებთან შეხვედრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტრადიციულად, ყოველ წელს იმართება.

ღონისძიება უნივერსიტეტის ფოლკლორული ანსამბლების ,,ადილასა“ და “კოლხას” კონცერტით დასრულდა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm