GE

აწსუ-ში საშემსრულებლო ხელოვნებით დაინტერესებული აბიტურიენტების შემოქმედებით ტურზე რეგისტრაცია იწყება

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2022-2023 სასწავლო წლისთვის აცხადებს მიღებას საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე – „საშემსრულებლო ხელოვნება (მიმართულებები: ფორტეპიანო, საორკესტრო სიმებიანი, ჩასაბერი და დასარტყამი საკრავები, სოლო აკადემიური სიმღერა)“.

საბაკალავრო პროგრამის ხანგრძლივობა არის 4 წელი (8 სემესტრი)

გამოცდები ტარდება ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში ორ ეტაპად:

პირველი ეტაპი – ტარდება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის N43-ე კორპუსში (ყოფილი ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის შენობა) შემოქმედებითი ტურების სახით. შემოქმედებითი ტურების ჩატარების განრიგი გამოქვეყნდება საბუთების მიღების დამთავრების შემდეგ.
მეორე ეტაპი ჩატარდება საგამოცდო ცენტრებში. აბიტურიენტები აბარებენ ორ სავალდებულო გამოცდას: ქართული ენა და ლიტერატურა და უცხოური ენა. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტს სურს გრანტის მოპოვება, მან დამატებით უნდა ჩააბაროს მის მიერ არჩეული ერთი გამოცდა შემდეგი საგნებიდან: ისტორია/მათემატიკა/ლიტერატურა/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.

ბაკალავრიატში მისაღებ გამოცდებზე დაიშვებიან სრული ზოგადი განათლების მქონე ის აბიტურიენტები, რომლებმაც რეგისტრაცია გაიარეს საგამოცდო ცენტრებში.

სპეციალობის გამოცდაზე შემოქმედებით ტურში მონაწილე აბიტურიენტთა რიგითობა განისაზღვრება ანბანური პრინციპით, ხოლო სოლო აკადემიური სიმღერის სპეციალობის აბიტურიენტებისთვის – კონცერტმაისტერთა ანბანური პრინციპით.

იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტს სურს დაწესებულებამ უზრუნველყოს კონცერტმაისტერით, მან რეგისტრაციის დროს უნდა წარადგინოს წერილობითი განაცხადი.

აბიტურიენტთა რეგისტრაცია დაიწყება 2022 წლის 16 მაისიდან და დასრულდება 2022 წლის
4 ივნისს (სამუსიკო კოლეჯის შენობაში).

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი რეგისტრირებულია რამოდენიმე სამუსიკო დაწესებულების საშემსრულებლო ხელოვნების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე, მან შემოქმედებითი ტურები უნდა გაიაროს ყველა რეგისტრირებულ სამუსიკო დაწესებულებაში.

აბიტურიენტებმა უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები:
1. განცხადება შემოქმედებით ტურებზე დაშვების თაობაზე (ფორმა ივსება ადგილზე)
2. ატესტატის/დიპლომის ასლი ნოტარიულად დამოწმებული
3. პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი
4. ოთხი ცალი ფოტოსურათი (ზომით 3×4) დისკთან ერთად
5. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი საბუთის ასლი (ვაჟებისთვის)
6. საგამოცდო საიდენტიფიკაციო ბარათის ასლი

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ.: (0 431) 27 09 11; (0 431) 27 46 22. მობ.: 599 50 64 51; 599 15 89 05;

საბუთების მიღება იწარმოებს 16 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით ყოველდღე, გარდა კვირადღისა, 10 საათიდან 18 საათამდე შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, კ. გამსახურდიას ქ. N 43-ა, ოთახი N 01.

 

 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm