GE

აწსუ-ში სტუდენტთა კარიერული ხელშემწყობი ღონისძიება ჩატარდა

მ/წლის 12 დეკემბერს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში აწსუ-ის სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სერვის ცენტრმა, განახორციელა სტუდენტთა კარიერული ხელშემწყობი ღონისძიება. კერძოდ, სტუდენტთა დასაქმების მიზნით, მოიწვეულ იქნა სს „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლები, რომლებმაც სტუდენტებს ჩაუტარეს დასაქმების შესახებ პრეზენტაცია.

შეხვედრაზე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება მიეცათ მონაწიეობა მიეღოთ სს „საქართველოს ბანკის“ გამოცხადებულ კონკურსში. ბანკის წარმომადგენლებმა, გასაუბრების საფუძველზე, შეარჩიეს 15 სტუდენტი შემდგომი საკონკურსო ეტაპისათვის.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური