GE

ახალგაზრდა პროგრამისტი შოთა ჟვანია SANGU-ს სტუდენტებს შეხვდა

22 ნოემბერს, SANGU-ს სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა Tesla-ს და Toptal-ის გუნდის წევრ შოთა ჟვანიასთან.

ახალგაზრდა წარმატებულმა პროგრამისტმა შოთა ჟვანიამ დეველოპმენტის მნიშვნელობაზე, სფეროში წარმატებული საქმიანობისთვის საჭირო უნარებზე და ამ მიმართულებით დასაქმების ბაზარზე არსებულ მოთხოვნებზე ისაუბრა. მან აუდიტორიას გაუზიარა სამუშაო გამოცდილება და Tesla-ში განვლილი ეტაპებსა და ახლანდელ საქმიანობაზეც ისაუბრა.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და სტუდენტთა დიდი დაინტერესება გამოიწვია.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური