GE

ახალი შესაძლებლობა ახლი მემორანდუმის ფარგლებში ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის

ქუთაისის უნივერსიტეტმა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ს.ს „საქართველოს ბანკთან“ ურთიერთობის დამყარებისა და სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კარიერული წინსვლის მიზნით.

ქუთაისის უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მემორანდუმი ითვალისწინებს:

  • ბანკში არსებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის/კურსდამთავრებულებისათვის მიწოდებას. ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ან/და მხარეთა მიერ დამატებით შეთანხმებული კომუნიკაციის საშუალებით პერიოდულად მოგვეწოდება ინფორმაცია ბანკში არსებული ვაკანსიების შესახებ.
  • უნივერსიტეტი უზრუნველყოფს თავის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან მათთვის ხელმისაწვდომი გზებით (უნივერსიტეტის ვებ-გვერდის, სოციალური ქსელებისა და სხვ. მეშვეობით) ბანკში არსებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.
  • სტუდენტების/კურსდამთავრებულების შემდგომი შესაძლო დასაქმება დამოკიდებული იქნება მხოლოდ მათ უნარებზე და შედეგებზე, რომელსაც ისინი გამოავლენენ შესაბამისი ვაკანსიისთვის შესარჩევ საკონკურსო პროცესში, სხვა ყველა კანდიდატთან თანაბარ პირობებში.
დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური