GE

„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში კანდიდატთა შერჩევა იწყება – ვაკანტური ადგილების სია სკოლების მიხედვით

”ახალი სკოლის მოდელის” ფარგლებში მასწავლებლის სახლი კანდიდატთა შერჩევას იწყებს.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ქვეპროგრამის – „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე:

კურიკულუმის განვითარებისა და დანერგვის ექსპერტის თანაშემწე; (სამუშაო აღწერილობა იხილეთ მიბმულ ფაილში)

შერჩეული კანდიდატები გადანაწილდებიან სხვადასხვა ქალაქსა და რაიონში (იხილეთ დანართი).

დაინტერსებულმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნული პოზიციებისთვის განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, შეუძლიათ გააგზავნონ CV ელ-ფოსტაზე: hr@tpdc.ge 2019 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით.

სავალდებულოა, მეილის სათაურის ველში მითითებულ იქნას სასურველი ქალაქი/რაიონი და სკოლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები არ განიხილება.

ცენტრი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური