GE

აზიელი სტუდენტების 10 საგამოცდო რიტუალი

საგამოცდო პერიოდი ნებისმიერი ადამინისთვის რთული პერიოდია, თუმცა აღმოსავლეთ აზიაში, რომლის სტუდენტებსაც აკადემიური მოსწრების ნებისმიერ რეიტინგში წამყვანი ადგილები უჭირავთ, სტრესის დონე განსაკუთრებით მაღალია. ასე რომ, სავსებით გასაგებია ახალგაზრდების სწრაფვა, სტრესს იღბალისა და ბედის იმედით გაუმკლავდნენ.

მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში სტუდენტებს თავიანთი რწმენები და ჩვეულებები აქვთ. ახალგაზრდები თვლიან, რომ გამოცდების წარმატებით ჩაბარებისთვის მათი ზედმიწევნით დაცვაა საჭირო. ზოგან სპეციალურ სიმღერებს მღერიან, ზოგან განსაკუთრებულ კერძებს ამზადებენ, ზოგან კი წითელი ტრუსების მაგიას მიმართავენ.

აზიაშიც აქვთ თავიანთი რიტუალები, რომლებმაც ოფლითა და სისხლით მოპოვებული ცოდნა უნდა გაამყაროს და სტუდენტებს ნანატრი მაღალი ნიშნები მოუტანოს.

1. შოკოლადის თილისმა KitKat იაპონურ ყაიდაზე

ტრადიციის მიხედვით, იაპონელ სტუდენტებს გამოცდის დღეს ურჩევნიათ წაიხემსონ კერძით კაცუდონი – ღორის ხორცი კვერცხითა და ბრინჯით. სიტყვა ,,კაცუ“ ითარგმნება როგორს „გამარჯვება“. ასე რომ, თუ ამ კერძს მიირთმევთ, წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ.

შოკოლადი ფილების მწარმოებელმა კომპანიამ  KitKat გადაწყვიტა არ ჩამორჩეს და ფრაზით „kitto katto” შეიარაღდა, რაც ითარგმნება როგორც „უდავოდ გამარჯვება“.

შოკოლადის სახელწოდება იაპონურ ენაზე ხელსაყრელად ითარგმნა, თვითონ ფილები კი ტკბილ თილისმად იქცა.

2. უსაფრთხოების ვაშლი

ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის სტუდენტურ სასადილოებში საგამოცდო პერიოდის დროს სტუდენტებს ვაშლითა და მისგან დამზადებული კერძებით უმასპინძლდებიან. ჩინურ ენაში სიტყვა „ping guo” ერთდროულად „ვაშლს“ და „უსაფრთხოებას“ ნიშნავს.  „შეჭამ ვაშლს და უსაფრთხო გამოცდები გარანტირებული გაქვს“, – ამბობს ჩონგ ვონგი ქალაქ ნანკინიდან.

3. თავი შეიკავეთ თმის დაბანისგან

წინასაგამოცდო პერიოდში, კონსპექტებთან გატარებული უძილო ღამეების შემდეგ, სტუდენტს შეიძლება შხაპის მიღებაც კი დაავიწყდეს. თუმცა სამხრეთ კორეაში ამით ვერავის გააკვირვებ. აქ თვლიან, რომ თავის დაბანამ შეიძლება მასში არსებული ცოდნის მარაგი საგრძნობლად შეამციროს.

„ჩვენ კლასში იყო ერთი ბიჭი, რომელიც გამოცდების წინ თავს საერთოდ არ იბანდა. სხვა დროს ის სისუფთავის განსახიერებას წარმოადგენდა, თუმცა როცა გამოცდები ახლოვდებოდა მასთან მიკარება რეკომენდირებული არ იყო“, – ყვება ამ მოსწავლის ერთ-ერთი ნაცნობი.

4. თხილი ქეშიუ და ღორის ხორცის კუბიკები

გამოცდების დაწყებამდე 1 თვით ადრე ჰონგ-კონგის კლუბებში, საერთო საცხოვრებლებსა და სხვადასხვა სტუდენტურ ორგანიზაციაში ცერემონია „სუპერჩაბარება“ (ging guo) ტარდება. ეს არის რიტუალების ნაკრები, რომლებიც მის მონაწილეებს გამოცდების წარმატებით ჩაბარებასა და უმაღლესი შეაფსებების მიღებაში უნდა დაეხმაროს.

ყველაფერი სუფრით იწყება, რომელიც ჩვეულებრიც ჩინურ რესტორანში იშლება. სტუდენტებს „სუპერჩაბარების“ სეზონის საფირმო კერძით უმასპინძლდებიან, რომელიც ღორის ხორცის კუბიკებითა და თხილი ქეშიუთი მზადდება. სიტყვა „ქეშიუ“ ჩინურ ენაზე ისევე ითარგმნება, როგორც ფრაზა „გამოცდის ჩაბარების სურვილი“, ხოლო „ღორის ხორცის კუბიკები“, როგორც „განსხვავების სურვილი“. ნათელია, რომ აღმოსავლეთ აზიის ბევრ ენაში ომონიმები რიტუალებსა და ცრურწმენებში განსაკუთრებულ როლს თამაშობენ.

5. კიდევ ერთი კულინარიული რიტუალი

რესტორნიდან საერთო საცხოვრებელში დაბრუნების შემდეგ სტუდენტები არანაკლებ მადისაღმძვრელ ცერემონიას – გიგანტური შემწვარი ღორის დაჭრას უდგებიან. ასეთი მსხვერპლშეწირვა განსაკუთრებუთ ჩინეთში ფასდება. რიტუალის თითოეულ მონაწილეს კერძის შუაზე გაჭრის მხოლოდ ერთხელ ცდის შესაძლებლობა ეძლევა. ის, ვისაც ყველაფერი გამოუვა, გამოცდას პირველივე ჯერზე, ყოველგვარი პრობლემის გარეშე ჩააბარებს. ხოლო მათ, ვისაც ხელი აუკანკალდებათ და დასახულ ამოცანას ვერ შეასრულებენ, წარუმატებლობა და გამოცდის გადაბარება ელით. აღნიშნულ რიტუალს კივის დაგემოვნება ასრულებს. ვინაიდან ამ ხილის ჩინური სახელწოდება, როგორც უკვე მიხვდით,  ჟღერს როგორც ფრაზა „გამოცდის მარტივად ჩააბრება“.

6. ლოცვა

აღმოსავლეთ აზიაში სტუდენტების უმრავლესობა მშობლების განსაკუთრებული ყურადღებითა და მზრუნველობით არის გარშემორტმული. „ზოგი დედ-მამა თავის შვილს საგამოცდო ცენტრთან ელოდება და იმისათვის ლოცულობს, რომ მას გაუმართლოს“, – ყვება პედაგოგი სამხრეთ კორეიდან ჩი-იონ ჩონი. ის აღნიშნავს, რომ დედამისიც ლოცულობდა მისთვის, თუმცა მან საშინელი ნიშნები მიიღო. ყველაზე მზრუნველი მშობლები იმ ზომამდე მიდიან, რომ ლოცვას გამოცდების დაწყებამდე 100 დღით ადრე, ბუდისტურ ტაძრებში იწყებენ, თანაც ამას ყოველდღიურად აკეთებენ.

7. სრიალა სუპი

სამხრეთ კორეაში ზღვის კომბოსტოს სუპი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. თავისებური კონსისტენციის გამო მას შეიძლება სრიალა სუპი ვუწოდოთ. ამბობენ, რომ თუ ამ კერძს გამოცდის წინ მიირთმევთ, ყველა მიღებული ცოდნა თქვენი თავიდან გამოსრიალდება. „გამოცდების ან გასაუბრებეის წინ მე ყოველთვის ვცდილობ თავი შევიკავო წყალმცენარეების წვნიანის ჭამისგან“, – ამბობს ჩი-იონი.

8. ქათმის ძალა

ცოტაოდენი შაქარი თქვენ ენერგიას შეგძენთ, თუმცა სამხრეთ კორეაში ჯერათ, რომ ტკბილს გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში დახმარებაც შეუძლია. იოტი არის  ტრადიციული კორეული ტკბილეული, რომელიც დაორთქლილი და წებოვანი ბრინჯისგან, სორგოსგან, სიმინდისა და ბატატისგან მზადდება. როგორც მიხვდით ეს კერძი ძალიან წელვადი და წებოვანია. მას გამოცდამდე, განსაკუთრებით უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში ჩაბარების წინ მიირთმევენ, ვინაიდან კორეულ ენაზე სიტყვა „წებვადი/წებოვანი“ და „გამოცდების ჩაბარება“ თითქმის ერთნაირად ჟღერს.

იმ შემთხვევაში თუ თქვენ ტკბილეულის მოყვარული არ ხართ, შეგიძლიათ საკუთარი თავი ქათმის კონცენტრირებული ბულიონით გაანებივროთ. ამბობენ, რომ ის ტვინს 100%-ით  მუშაობაში ეხმარება. სტუდენტები მალაიზიაში, ჰონგ-კონგში, სინგაპურსა და ჩინეთში ქათმის ბულიონს აქტიურად დილაობით, გამოცდების ჩაბარების წინ მიირთმევენ.

„ეს ცრურწმენებთან არ არის დაკავშირებული“ – ამბობს დილან ლი სუნ იუნგი სინგაპურიდან, რომელიც ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში სწავლობს. „ადრე დილით, გამოცდის წინ,  მე ქათმის კონცენტრირებულ ბულიონს ვსვამ. ის უნდა გაათბოთ და ერთიანად დალიოთ. ეს კონცენტრაციაში გეხმარებათ. სხვა თუ არაფერი, სტუდენტებს სინგაპურში მათზე მიმართული სარეკლამო კამპანიების ჯერათ“, – ყვება დილანი.

 9. წითელი ფერის საცვალის ძალა

ჩინეთში ჯერათ, რომ წითელ ფერს ბედნიერება მოაქვს. ადამიანებს ამის იმდენად წამთ, რომ მნიშვნელოვან დღეებში ისინი სწორედ ამ ფერის ტანსაცმელს ირჩევენ. სტუდენტი, რომელიც გამოცდას ამ ფერის საცვალში ესწრება, დაჯერებულია, რომ საცვალის ფერი მას ნამდვილად არ უმტყუნებს. თუ ვინმეს ხშირად უმართლებს, სავსებით შესაძლებელია მას ანდაზად ქცეული კითხვით მიმართონ: „შენ რა დღეს წითელ ტრუსებში ხარ?“

10. კონკურენციის ღმერთი განათლების სფეროში

აზიის საუკეთესო უნივერსიტეტებში – სინგაპურის ნაციონალურ უნივერსიტეტსა და ნანიანის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში სტუდენტების აკადემიური მოსწრების შეფასების საკუთარი სისტემა არსებობს. ის ცნობილია როგორც „ზარის ფორმის მრუდის ღმერთი“. ეს არის გრაფიკა, რომელიც ზარის ფორმას გვახსენებს.

მისი განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ სტუდენტები არა მხოლოდ საკუთარი გამოცდების შედეგებს იღებენ, არამედ თავიანთი და ჯგუფელების ნიშნების თანაფარდობის ნახვა შეუძლიათ. ქვეყანაში, რომელმაც წარმატებას ბევრ სფეროში მიაღწია, განათლების საკითხმის მიმართ ასეთი მიდგომა კონკურენციას მხოლოდ ზრდის.

აღსანიშნავია, რომ სტუდენტები „ზარის ფორმის მრუდის ღმერთს“ საკვებს წირავენ და სანთლებს უნთებენ. სინგაპურის უნივერსიტეტმა ამ ღვთაებას სოციალურ ქსელში საკუთარი გვერდი იმისათვის შეუქმნა, რომ სტუდენტებმა ვირტუალური ლოცვა შეძლონ.

უცნაური სტუდენტური ტრადიციები

10 ყველაზე უცნაური წინასაგამოცდო “ტრადიცია”

მოამზადა თეა ინაშვილმა

წყარო: BBC

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური