GE

„ბაღების აღმზრდელ-პედაგოგთა სერტიფიცირება 2020 წლის მაისში განხორციელდება“ – ირინა აბულაძე

განათლების რეფორმის ფარგლებში, 2020 წლის მაისში საბავშვო ბაგა-ბაღების პედაგოგების სერტიფიცირება განხორცილდება – ამის შესახებ ირინა აბულაძემ წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ისაუბრა.

,,2019 წლის ნოემბერში მოხდება ახალი სასკოლო მზაობის პროგრამის დანერგვა ბაღებში, ეს იქნება საპილოტე პროგრამა ,,სამოდელო ბაღი”, როგორც განვახორციელეთ სკოლებში. ხოლო 2020 წლის მაისში უკვე მოხდება აღმზრდელ-პედაგოგთა სერტიფიცირება და ანაზღაურების გეგმის წარდგენა მოხდება საზოგადოებისთვის. როგორც ევროპულ ქვეყნებში სკოლამდელი აღზრდის საფეხური მნიშვნელობით გაუთანაბრდება საშუალო განათლების საფეხურს”, – განაცხადა ირინა აბულაძემ.

მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ მოხდება ბაღის პედაგოგების საუნივერსიტეტო დონეზე მომზადება და გადამზადება.

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური