GE

ბაკალავრების სტაჟირება პროკურატურაში

ფოტო –
273

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის 16 ბაკალავრი მთავარი პროკურატურის სტაჟიორია. მონაწილე უნივერსიტეტებიდან მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებმა გაიარეს კონკურსი წარმატებით.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პრაქტიკის გავლის მსურველები ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და კავკასიის სამართლის სკოლიდან მიიწვია. პრაქტიკების გავლის შესაძლებლობა ჰქონდათ როგორც მაგისტრატურის, ასევე  ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს.

სტაჟირება მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ელემენტს. სწავლების თეორიული ნაწილის დასრულების შემდეგ მომავალი იურისტები უკვე მოქმედი პროკურორებისგან შეიძენენ ყოველდღიური მუშაობისათვის საჭირო ცოდნასა და გამოცდილებას, რაც მათთვის პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავების საუკეთესო საშუალება იქნება.

მთავარ პროკურატურაში პრაქტიკების გავლის შესაძლებლობა სტუდენტებს მიმდინარე წელს პირველად ეძლევათ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური