GE

ბატიაშვილის უწყებამ სამ თვეში მივლინებებზე მილიონ ლარზე მეტი დახარჯა

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მიერ 2019 წლის სამ თვეში შრომის ანაზღაურების სახით 26 მილიონი ლარია გაცემული. თანამდებობრივი სარგოს ხარჯი კი 25,6 მილიონი ლარია.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, უწყებაში 20,108 შტატიანი და 18,206 შტატგარეშე თანამშრომელია, ამ უკანასკნელთა შრომის ანაზღაურების ხარჯი 13,3 მილიონი ლარია. რაც შეეხება პრემიებს და დანამატებს, აუდიტის მონაცემების მიხედვით, შრომის ანაზღაურებაში პრემია 0%-ია, ხარჯის სახით კი მითითებულია 85,710 ლარი. დანამატები – 1% შრომის ანაზღაურებაში, ხარჯი- 168,050 ლარი.

ბოლო სამი თვის მანძილზე სამინისტროს მიერ მივლინებებში დახარჯულია 1,2 მილიონი ლარი. წარმომადგენლობითი ხარჯები კი – 153,461 ლარს შეადგენს.

სახელმწიფო უწყებების მიერ გაწეული ხარჯების შესახებ მონაცემები, აუდიტის სამსახურის 2019 წლის სამ თვეში ბიუჯეტის სხვადასხვა მუხლებიდან მიმართული ადმინისტაციული ხარჯების შეჯამებაშია გამოქვეყნებული.

რამდენი ავტომობილი ჰყავს და რას ხარჯავს განათლების სამინისტრო ტრანსპორტირებაში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური